კანადის ნაკრების მწვრთნელი – ზუსტად იქ ვართ, სადაც გვინდა, ვიყოთ #1TVSPORT
კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯესი მარშმა მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის ბოლო ტურში შვეიცარიასთან მარცხზე (1:2) პასუხისმგებლობა აიღო და არ დამალა, რომ შეცდომა დაუშვა.
შვეიცარიის ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და პლეიოფში B ჯგუფის გამარჯვებულის რანგში გავიდა, ხოლო კანადის ნაკრებმა (4 ქულა) ბოსნიას დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და შემდეგ ეტაპზე მეორეადგილოსნის სტატუსით 28 ივნისს ლოს-ანჯელესში სამხრეთ აფრიკასთან ითამაშებს.
„გვყავს გუნდი, რომელიც ნებისმიერ მომენტში ყველაფერს გასცემს. ყველაზე მთავარი მცირე მომენტების მართვაა. თავიდან ფრთხილად ვთამაშობდით და საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით.
დიდი გამარჯვების შემდეგ მორიგი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლოს-ანჯელესში წავალთ და გვინდა, ჩვენი ქვეყანა გავახაროთ. ზუსტად იქ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ – პლეიოფში“, – განცხადა ჯესი მარშმა.