კანადის ჰოკეის ნაკრებმა ოლიმპიადისთვის შემადგენლობა დაასახელა
კანადის ჰოკეის ნაკრებმა ოლიმპიადისთვის შემადგენლობა დაასახელა

ჰოკეიში ბოლო ოლიმპიადის ჩემპიონმა კანადის ნაკრებმა პონჩანგის თამაშებისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. კანადელთა განაცხადი, რომელშიც სამი მეკარე, რვა მცველი და 14 ფორვარდია, ასე გამოიყურება:
მეკარეები – ჯასტინ პიტერსი (“კიოლნი“, გერმანია), კევინ პულენი (“მედვეშჩაკი“, ხორვატია), ბენ სკრივენსი (“სალავატ იულიაევი“, რუსეთი);
მცველები – სტეფან ელიოტი (HV71, შვედეთი), ჩეი გენოვეი (“ლადა”, რუსეთი), კოდი გოლუბეფი (“სტოკტონი“, AHL), მარკ-ანდრე გრანიანი (“დინამო” მინსკი, ბელარუსი), კრის ლი (“მეტალურგი” მ. რუსეთი), მაქსიმ ნორო (“ბერნი”, შვეიცარია), მეტ რობინსონი (ცსკა, რუსეთი), კარლ სტოლერი (“დინამო” რიგა, ლატვია);
ფორვარდები – რენე ბურკი (“იურგორდენი“, შვედეთი), ჟილბერ ბრულე (“კუნლუნი“, ჩინეთი), ენდრიუ ებეტი (“ბერნი”, შვეიცარია), კუინტონ ჰოუდენი (“დინამო” მინსკი, ბელარუსი), კრის კელი (“ბელევილი“, AHL), რობ კლინკჰამერი (“აკ ბარსი“, რუსეთი), ბრენდონ კოზუნი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), მაქსიმ ლაპიერი (“ლუგანო“, შვეიცარია), ერიკ ო’დელი (“სოჭი”, რუსეთი), მეისონ რეიმონდი (“ბერნი”, შვეიცარია), დერეკ როი (“ლინჩოპინგი“, შვედეთი), კრისტიან ტომასი (“სკრანტონი“, AHL), ლინდენ ვეი (“ბარისი“, ყაზახეთი), ვოიტეკ ვოლსკი (“მეტალურგი” მ. რუსეთი).

კანადის ოლიმპიური ნაკრები თითქმის სრულად არის დაკომპლექტებული მოთამაშეებისგან, რომლებსაც ჰოკეის ეროვნული ლიგაში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. კერძოდ, 25 მოთამაშიდან 23 ​NHL-ში ასპარეზობდა. მათ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ჯამში 5544 მატჩი ჩაატარეს. მათგან ერთი სტენლის თასის მფლობელიცაა – კრის კელი 2011 წელს, “ბოსტონთან” ერთად გახდა ჩემპიონი. მას NHL-ში 833 მატჩი აქვს ჩატარებული.

დატოვე კომენტარი