კანადის გენერალ-გუბერნატორი ჯული პეიეტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
კანადის გენერალ-გუბერნატორი ჯული პეიეტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

კანადის გენერალ-გუბერნატორი ჯული პეიეტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„კანადელების სახელით გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და იმას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი ხართ ამ თანამდებობაზე. ეს არჩევნები არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისადმი ერთგულებისადმი მორიგი დადასტურება.

კანადა გააგრძელებს სანდო პარტნიორობას, მაშინ როდესაც თქვენი მთავრობა აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საარჩევნო გარემოს. ჩვენ ქვეყნებს აქვთ თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, კულტურა და თავდაცვა. ამას აძლიერებს ჩვენი პარტნიორობასა და ეუთო-ში. ასევე კანადა მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენ ვიმედოვნებთ ნატო-საქართველოს კომისიის კონტექსტში უფრო მეტ ჩართულობას.

ჩვენი მრავალფეროვანი და მრავალგანზომილებიანი ურთიერთობის გაღრმავების იმედი გვაქვს. წარმატებას გისურვებთ ახალ თანამდებობაზე“, – აღნიშნულია ჯული პეიეტის მილოცვაში.