4 ოქტომბრის საქმე – საპროცესო შეთანხმება
ევროკომისიის მიერ მომზადებული გაფართოების ანგარიში ისევ განხილვის თემაა პოლიტიკოსებს შორის. დოკუმენტს მიკერძოებულს და აბსურდულს უწოდებს „ქართული ოცნება“. ოპოზიცია კი კრიტიკულ გზავნილებს იზიარებს და სახელისუფლებო გუდის არასწორი ნაბიჯების შედეგად მიიჩნევს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დასკვნა, ევროკომისიის მხრიდან, შესაბამის სტრუქტურებთან განხილვას საჭიროებდა. ანგარიშში ჩანაწერია დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებაზეც.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, ოთხი ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე დაკავებული პირების უმრავლესობამ, მათ შორის ორგანიზატორების ნაწილმა, ბრალი აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდება სამართლებრივად გამართულია. სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბრის საქმეზე პასუხისმგებლობას გარე აქტორებსაც აკისრებს. 4 ოქტომბრის საქმეზე დილით საპატიმრო ნანა სანდერმა დატოვა და დღის ბოლომდე კიდევ ორი პირი გათავისუფლდება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.