კანადის ერთ-ერთ პროვინციაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადის ერთ-ერთ პროვინციაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ტყის ხანძრის გამო 14-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პროვინციის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდი იუწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი რესურსების კოორდინირებულ გადანაწილებას ითვალისწინებს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადის გასვლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს.

ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში უკვე რამდენიმე დღეა ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. 14 აგვისტოს რეგიონში სულ მცირე 560 ხანძრის კერა დაფიქსირდა. სტიქიის გამო, ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. მასშტაბური ცეცხლის ჩასაქრობად 3 000-ზე მეტი მეხანძრე იბრძვის.