კანადის დედაქალაქ ოტავაში სროლა იყო
კანადის დედაქალაქ ოტავაში სროლა იყო

კანადის დედაქალაქ ოტავაში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა გილმორის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების განცხადებით, არიან დაშავებულები. მათი ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. პოლიცია მოქალაქეებს აღნიშნულ ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.