კანადის დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

10:27, 10.08.2026

კანადის დასავლეთ ნაწილში სწრაფად გავრცელებული ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში 20 ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ხანძარი, რომელიც 7 აგვისტოს გაჩნდა, ამ დროისთვის დაახლოებით 136 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული.

პოლიციის განცხადებით, ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორისაა 80 წლის ქალი, რომელიც სემერლენდის ჩრდილო-დასავლეთში, ოჯახის წევრთან ერთად, სახლიდან გაქცევას ცდილობდა. პოლიციის შეფასებით, მისი გარდაცვალება ხანძარს უკავშირდება. ხანძრის შედეგად განადგურებული შენობების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ოკანაგანის რეგიონში მოსახლეობას ასევე უჭირს ცხენებისა და სხვა ცხოველების ევაკუაცია. ზოგიერთმა მცხოვრებმა ცხოველებს ჭიშკრები ღია დაუტოვა იმ იმედით, რომ ისინი თავად მიაგნებდნენ უსაფრთხო ადგილს. ოფიციალური პირების განცხადებით, ცეცხლის ალები იმდენად მაღალია, რომ საკუთარ ამინდს ქმნის, მათ შორის ელვის წარმოქმნას იწვევს.

მსგავსი