კანადის ალბერტას პროვინციის პრემიერი რეგიონის კანადისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის გამართვას არ გამორიცხავს
კანადის ალბერტას პროვინციის პრემიერი დანიელე სმიტი არ გამორიცხავს რეგიონის კანადისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის გამართვას.
როგორც სმიტი განმარტავს, რეფერენდუმი მომავალ წელს იმ შემთხვევაში გაიმართება, თუკი პეტიცია ხმათა საკმარის ოდენობას მოაგროვებს.
დანიელე სმიტი ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელია და პირადად უჭერს მხარს ალბერტას პროვინციის კანადის შემადგენლობისგან გამოყოფას.
სმიტი წინა ხელისუფლებას ისეთი კანონმდებლობის შემოღებაში დებს ბრალს, რომელიც ალბერტას უზღუდავს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის შესაძლებლობას. მისი თქმით, ეს პროვინციას მილიარდობით დოლარი დაუჯდა. პროვინციის პრემიერს ასევე მიაჩნია, რომ ცენტრალური ხელისუფლება ზედმეტად ერევა ადგილობრივ საკითხებში.