კანადის ახალი პრემიერი მარკ კარნი რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა. კარნის თქმით, ის ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ახლო მოკავშირეებს „უკრაინის მშვიდობისკენ მიმავალი გზის განსახილველად“.
კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებას.
„ახლა რუსეთი უნდა მორჩეს გაჭიანურებას და შეწყვიტოს თავდასხმები. დადგა დრო, რუსეთი ნებაყოფლობით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
მარკ კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა უკრაინის ერთგული მოკავშირეა.
„ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო მხარდაჭერა – ახლაც და მომავალშიც“, – დასძინა კანადის პრემიერმა.
I spoke with Prime Minister Starmer, President Zelenskyy, and many of our closest allies this morning to discuss Ukraine’s path to peace.
Canada supports the proposal for an immediate ceasefire in Ukraine. Now, Russia must stop stalling and launching its attacks. It’s time for…
— Mark Carney (@MarkJCarney) March 15, 2025