კანადის აღმოსავლეთ პროვინციებში დიდთოვლობამ აეროპორტების მუშაობა შეაფერხა. ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნიუ ბრანსუიკისა და ახალი შოტლანდიის პროვინციებში ერთ დღე-ღამეში 20 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა.
ავიარეისები გადაიდო და გაუქმდა ჰალიფაქსისა და მონკტონის აეროპორტებში.
პოლიცია მძღოლებს გზებზე შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე საკუთარი ავტომობილებით არ გადაადგილდნენ.