კანადაში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა

09:12, 29.09.2026

კანადაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრა გამართა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.

„საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ტორონტოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენთან.

„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი