კანადაში უმუშევრობის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
კანადაში უმუშევრობის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კანადაში, მხოლოდ აპრილში, ორ მილიონამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. ქვეყანაში უმუშევრობის დონემ რეკორდულ, 13%-იან ნიშნულს მიაღწია. თუმცა, როგორც „სტატისტიკს კანადაში“ განმარტავენ, აღნიშნულ მონაცემებში გათვალისწინებული არ არის ის 1.1 მილიონი ადამიანი, რომლებიც უმუშევრად დროებით დარჩნენ. მათი აღრიცხვის შემთხვევაში, კანადაში უმუშევრობის დონე 17.8% იქნებოდა.

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა მხარდასაჭერად.

კანადაში „კოვიდ-19“-ით 4 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 66 000-ს აღემატება.