კანადაში ტყის ხანძრების გამო ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

21:36, 08.08.2026

კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.

სტიქიის გამო სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ხანძრის გავრცელების გამო საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია.

მედიის ცნობით, კანადაში ტყის ხანძრებმა დაახლოებით 5 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ამასთან, ხანძარმა არაერთ დასახლებაში ელექტოენერგიის გათიშვა გამოიწვია. სტიქიის ზონაში 1 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

კანადის სააგენტოთაშორისი ტყის ხანძრების ცენტრის მონაცემებით, წელს კანადაში ხანძრებმა 3.9 მილიონი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ხანძრის გაჩენას, როგორც წესი, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა და გვალვა იწვევს.

მსგავსი