კანადაში ტორნადოს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში ტორნადოს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია თავს მანიტობას დაატყდა თავს. ტორნადომ გადაუარა ონტარიოს დასავლეთ ნაწილსაც.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და მანქანები. სტიქიას თან ძლიერი ქარი ახლდა, რამდენიმე ადგილას ჩამოვარდა მეხიც.

ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ ასახელებს.