კანადაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
კანადაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

კანადაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” კანადის ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის 17 წლის გოგოა.

პოლიცია გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავდა, რადგან საგამოძიებო მოქმედებები 16 ადგილას მიმდინარეობდა, მათგან რამდენიმე დამწვარი სახლი იყო.

თავდასხმა კანადის პროვინცია ახალ შოტლანდიაში 18 აპრილს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე დასახლებაში ცეცხლი გახსნა და რამდენიმე შენობა დაწვა. თითქმის 12-საათიანი დევნის შემდეგ, ის პოლიციამ მოკლა.

თავდამსხმელი 51 წლის გაბრიელ უორთმანია. თავდასხმისას მას პოლიციელის ფორმა ეცვა და პატრულის მანქანით გადაადგილდებოდა. მისი მოქმედების მოტივი უცნობია.