კანადაში, სასტუმროში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 46 ადამიანი მოიწამლა
კანადაში, სასტუმროში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 46 ადამიანი მოიწამლა

კანადის ერთ-ერთ სასტუმროში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 46 ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტებიდან 15 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ინციდენტი მანიტობის პროვინციაში, ქალაქ უინიპეგში მოხდა. ქალაქის სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის გაჟონვის შესახებ ცნობა ადგილობრივი დროით 10:19 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც, სასტუმროში მყოფი სტუმრების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.