კანადაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

20:05, 18.10.2026

კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო ბაზაზე ძლიერი ხანძარი იყო, თუმცა დევიდ მაკგინტს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ უსაუბრია.

კანადაში, ვეინრაიტის სამხედრო ბაზაზე ხანძარი 17 ოქტომბერს გაჩნდა. ვეინრაიტის ბაზა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამხედრო-სასწავლო ცენტრია. ჯერჯერობით უცნობია დაშავებულ პირთა რაოდენობა.

მსგავსი