კანადაში, ონტარიოს პროვინციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადაში, ონტარიოს პროვინციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში, ონტარიოს პროვინციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ძლიერი წვიმისა და მთიან ადგილებში თოვლის დნობის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლებები დატბორა. სტიქიის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დატბორილია მთავარი საავტომობილო გზებიც, რის გამოც ცალკეულ დასახლებებთან კომუნიკაცია გართულებულია.

წყალდიდობის გამო საცხოვრებლის დატოვება ასობით მოსახლეს მოუხდა. ამჟამად ისინი დროებით საცხოვრებლებში არიან განთავსებულნი. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში რეგიონში კვლავ ნალექს ვარაუდობენ, რამაც ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს.

დატოვე კომენტარი