კანადაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 822-ს მიაღწია. ვირუსს ამ დრომდე 294 ადამიანი ემსხვერპლა. მისგან განკურნებული პაციენტების ოდენობა კი 3200-ს აღემატება.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვებეკისა და ონტარიოს პროვინციებზე მოდის.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 72 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მილიონ 300 000-ზე მეტი კი ინფიცირებულია.