კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა
კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

კანადაში კორონავირუს „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონული ჯანდაცვის ოფიცრის, ბონი ჰენრის განცხადებით, ვირუსს 80 წლის მამაკაცი ვანკუვერში ემსხვერპლა.

კანადაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი იზოლაციურ რეჟიმშია. დაინფიცირებულების ნაწილი იტალიასა და ირანში იმყოფებოდა.

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსისგან ოთხი ადამიანი სრულად განიკურნა. კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საკრუიზო გემებით მოგზაურობისგან.