კანადაში, გაყინულ ტბაში ფრანგი ტურისტები და მათი გიდი ჩავარდნენ
კანადაში, გაყინულ ტბაში ფრანგი ტურისტები და მათი გიდი ჩავარდნენ

კანადაში, კვებეკის პროვინციაში, გაყინულ ტბაში ფრანგი ტურისტები და მათი გიდი ჩავარდნენ, რის შემდეგადაც ხუთი ტურისტს ამ დრომდე ეძებენ. ისინი გაყინულ ტბაზე თოვლმავლებით იმყოფებოდნენ.

პოლიციის ცნობით, გიდი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
კიდევ სამი ტურისტი ქალაქ ალმას ჰოსპიტალში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევა სენ-ჟანის ტბაზე მოხდა, რომელიც ტურისტებში ზამთრის პერიოდში პოპულარულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კვებეკში 2010-2019 წლებში თოვლმავლებთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.