კანადაში გაუსაძლისი სიცხის გამო ხანძრები მძვინვარებს
კანადაში გაუსაძლისი სიცხის გამო ხანძრები მძვინვარებს

კანადაში გაუსაძლისი სიცხის გამო ხანძრები მძვინვარებს. ყველაზე რთული ვითარებაა კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, სადაც ტემპერატურა 49 გრადუსს ცელსიუსს აღემატებოდა.

დასახლებულ პუნქტ ლიტონში ცეცხლმა შენობების 90%-ი გაანადგურა. მოქალაქეები ევაკუირებულები არიან. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალაქს ცეცხლი 15 წუთში მოედო, რასაც ხელი ქარმა შეუწყო.

მაღალი ტემპერატურის გამო ბრიტანეთის კოლუმბიაში ბოლო ხუთ დღეში 486 ადამიანი დაიღუპა. ანომალიური სიცხე კანადასთან ერთად ასევე დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც.