კანადაში, ერთ-ერთ მაგისტრალზე მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა
კანადაში, ერთ-ერთ მაგისტრალზე მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა

კანადის ქალაქ მონრეალის შემოგარენში მასშტაბურ ავტოკატასტროფაში 200-მდე მანქანა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია 70 ადამიანი.

მასშტაბური ავარია ერთ-ერთ მაგისტრალზე მოხდა. საგზაო შემთხვევის მიზეზი ქარბუქით გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა. პოლიციის ცნობით, ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ავარიის ადგილიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ავარიაში მოყოლილ მანქანებს შორის 10-ზე მეტი სატვირთო, ბენზინმზიდი, ასევე სასკოლო ავტობუსია. ადგილზე ათობით სამაშველო და სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იმყოფებოდა. შემთხვევის გამო მოძრაობა მაგისტრალზე ორივე მიმართულებით დაიკეტა.