კანადაში, ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 714 შემთხვევა დაფიქსირდა
კანადაში, ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 714 შემთხვევა დაფიქსირდა

კანადაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც ადგილობრივი მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 1 714 მოქალაქეს დაუდგინა.

კანადაში სულ კორონავირუსის 31 809 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 310 პაციენტი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 24 საათში ონტარიოსა და კვებეკში დაფიქსირდა. ონტარიოში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 564 ადამიანს დაუდგინდა, სულ ჯამში გამოვლინდა ინფიცირების 9 525 შემთხვევა. პროვინციაში სულ დაავადებას 478 ადამიანი ემსხვერპლა. 245 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

კვებეკის პროვინციაში კი ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 941 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 58 ადამიანი. ამგვარად, კვებეკში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16 798-მდე გაიზარდა, მსხვერპლთა რიცხვმა კი 688 შეადგინა.

კვებეკში ამჟამად საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება, მათგან 207 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კვებეკში გაგზავნიან ასზე მეტ სამხედრო ექიმს. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პროვინციამ ითხოვა დახმარება მოხუცებულთა თავშესაფრებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო.

დატოვე კომენტარი