კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის 12 ქალაქ მონრეალში ცხოვრობდა, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. დანარჩენი ხუთი პირი კი ქალაქ კვებეკის აღმოსავლეთ ნაწილიდან იყო.

მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ონტარიოშიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელი ხაზი სიცხის შედეგად გაუარასებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღიურად 1200 შეტყობინებას იღებს.

ექიმების ცნობით, მათი ნახევრის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მსგავსი ამინდი კანადაში კვირის ბოლომდე გასტანს. გარკვეულ ადგილებში კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

ძლიერი სიცხის გამო, ხელისუფლებამ გარკვეული ზომები მიიღო. მათ შორის, გაახანგრძლივა ქალაქში არსებული საცურაო აუზების მუშაობის პერიოდი.