კანადაში დღეს ქვეყნის ისტორიაში რიგით 43-ე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მოსახლეობა დღეს ქვედა პალატის დეპუტატებს აირჩევს. კანადის პრემიერ-მინისტრი არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი გახდება.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში 21 პარტია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.
არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს პარტია. მისი მთავარი ოპონენტები კონსერვატიული პარტია, ახალი დემოკრატიული პარტია, მწვანეთა პარტია და სახალხო პარტია არიან.