კანადაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი პირი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
კანადაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი პირი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
შემთხვევა ქალაქ ტორონტოში, ქუჩის საცეკვაო ფესტივალზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ საზოგადოებას მიმდებარე ტერიტორიიდან გაცლისა და პოლიციის ყველა მითითების დაცვისაკენ მოუწოდა.
ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილის ცნობით, ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ. თავდასხმის მოტივი უცნობია.