კანადაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი „მრავალჟამიერით“ აღინიშნა

16:45, 18.06.2019

კანადაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით კანადის პარლამენტის შენობაში მოეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულები იყვნენ კანადელი პარლამენტარები, მთავრობის წევრები, კვლევითი ცენტრების ექსპერტები, ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ, კანადაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩმა, უკრაინისა და მოლდოვას ელჩებმა.

ღონისძება კონცერტმა დაასრულა, რომელზეც შესრულდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული მუსიკალური ნაწარმოებები. „მრავალჟამიერი“ ანსამბლმა „დიდგორმა“ შეასრულა, რომელიც ამჟამად კანადაში გასტროლზე იმყოფება.

მსგავსი