კანადამ უარი თქვა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე
კანადამ უარი თქვა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე

კანადის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ გადაიტანს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადას, ქვეყანა არ გაუშვებს თავის სპორტსმენებს ზაფხულის თამაშებზე.

„კანადის ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს თამაშების ერთი წლით გადატანისკენ. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალური დახმარებისთვის იმ სირთულეებისას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ოლიმპიადის გადატანის დროს. პირველ ადგილზეა ჩვენი სპორტსმენების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. აქ ლაპარაკია მთელი მსოფლიოს ჯანმრთელობაზე.

ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – არ გავუშვათ კანადის გუნდი ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე 2020 წლის ზაფხულში. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ვირუსის გავრცელების შეკავება. ჩვენ ვიმყოფებით გლობალური კრიზისის ეპიცენტრში და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.