კანადამ „ფაიზერის“ ვაქცინას 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა
კანადამ „ფაიზერის“ ვაქცინას 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა

კანადამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინას 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ეს პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებად მიიჩნია.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფზე ვაქცინის მესამე ფაზაში კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით მიიღო. დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ახალგაზრდა ჯგუფებში გამოყენებისთვის. შესაბამისად, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.

ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1.2 მილიონი შემთხვევა. აქედან დაახლოებით 20%, 19 წლამდე ასაკის პირებზე მოდის.

დატოვე კომენტარი