კანადამ ამერიკიდან იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებს ტარიფები მოუხსნა

13:57, 27.08.2026

კანადამ ამერიკიდან იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებს ტარიფები მოუხსნა.

როგორც ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, შესწორება ეკონომიკური ზიანის თავიდან ასარიდებლად განხორციელდა და, შედეგად, თევზეული და ზღვის პროდუქტები სატარიფო სიიდან ამოიღეს.

კანადა აშშ-სთვის საპასუხო ტარიფებს 8 სექტემბრიდან აამოქმედებს.

შტატებიდან იმპორტირებულ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს 15-დან 50%-მდე ტარიფი დაეკისრება.

მსგავსი