კანადა კუბაში დიპლომატების რაოდენობას შეამცირებს
კანადა კუბაში დიპლომატების რაოდენობას შეამცირებს

კანადა კუბაში დიპლომატების რაოდენობას შეამცირებს. მიზეზი გაურკვეველი დაავადებაა, რომლითაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ავადდებიან.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ 14 კანადელი გაურკვეველი სიმპტომებით მკურნალობს. მათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გულისრევა აწუხებთ.

გავრცელებული ინფორმაციით, კუბის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით კანადელ გამომძიებლებთან თანამშრომლობს, თუმცა რა იწვევს სიმპტომებს, დღემდე დაუდგენელია.