კანადა ირანისგან თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მკაფიო პასუხებს ელოდება
კანადა ირანისგან თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მკაფიო პასუხებს ელოდება

კანადა ირანისგან თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით მკაფიო პასუხებს ელოდება.

ეს განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როუჰანისთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.

ლიდერების სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე, თეირანმა ოფიციალურად აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ირანულმა მხარემ შეცდომით ჩამოაგდო.

ირანში ამბობენ, რომ ეს ადამიანური შეცდომა იყო.

კანაადის პრემიერ-მინისტრმა  პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ირანის მხრიდან აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შემდეგი ნაბიჯი კი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა უნდა იყოს.

გარდა ამისა, გავრცლებული ვერსიით, კანადური მხარე ირანისგან დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს.