კანადა და დიდი ბრიტანეთი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომებს განიხილავენ
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
კანადის პასუხი იქნება გონივრული, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალ ტარიფებს ხვალ გამოაცხადებს.
კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის დაუსვეს შეკითხვა, როგორ უპასუხებს მას კანადა.
„ჩვენ არ დავაზარალებთ კანადელ მწარმოებლებს და კანადელ მუშაკებს ამერიკელი მუშაკების ხარჯზე“, – განაცხადა კარნიმ.
კარნის თქმით, არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას შეუძლია გადადგას „თამაშის პირობების გასათანაბრებლად“, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ფართომასშტაბიან ზომებს მიიღებს აშშ. მისივე თქმით, კანადის პასუხი იქნება „გონივრული“.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ქვეყანა „ყველაზე უარესისთვის ემზადება“.
„ჩვენ ვართ ღია ვაჭრობის ქვეყანა. ასე იყო სხვადასხვა მთავრობის დროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ინტენსიური საუბრები აშშ-ის ადმინისტრაციასთან ეკონომიკური შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ყველაზე უარესისთვისაც“, – განაცხადა ლემიმ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებლად გაგრძელდება ბიზნესისა და ინდუსტრიის მხარდაჭერა იმ „ტურბულენტური ეკონომიკური პერიოდის“ განმავლობაში, რომელიც მოსალოდნელია „არა მხოლოდ მისი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვისაც“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფები ყველა ქვეყანას შეეხება და არა მხოლოდ მათ, რომლებსაც აშშ-თან სავაჭრო დისბალანსი აქვთ.