კანადა აფრთხილებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ისრაელსა და ღაზაში მოგზაურობისგან
კანადა აფრთხილებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ისრაელსა და ღაზაში მოგზაურობისგან

კანადა აფრთხილებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ისრაელსა და ღაზაში მოგზაურობისგან.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ კანადელებმა, რომლებიც უკვე ამ ტერიტორიებზე არიან, უნდა განიხილონ კომერციული გზით გამოსვლა.

„ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო რეგიონული უსაფრთხოების სიტუაცია რჩება უაღრესად არასტაბილური და შეიძლება, გაფრთხილების გარეშე გამწვავდეს“, – წერს ჯოლი.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ელოდება ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას „უფრო ადრე, ვიდრე გვიან“.