კამპანია „იცურე მშვიდად“ წევრები ხელისუფლებისგან მდინარე მტკვარზე უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვენ
კამპანია „იცურე მშვიდად“ წევრები ხელისუფლებისგან მდინარე მტკვარზე უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვენ

კამპანია „იცურე მშვიდად“ წევრები ხელისუფლებისგან მდინარე მტკვარზე უსაფრთხოების წესების დაცვასა და მტკვრის სანაპიროზე რეკრეაციული ზონების გაკეთებას მოითხოვენ.

კამპანიის წევრები დღეს სამგორის რაიონში, თეკლა ბატონიშვილის ქუჩაზე, მტკვრის იმ სანაპიროზე იმყოფებოდნენ, სადაც ერთი თვის წინ ორი ახალგაზრდა, 20 და 24 წლის ძმები დაიხრჩვნენ.

კამპანიის წევრების განცხადებით, ხელუსუფლებამ უსაფრთხოების დაცვის კუთხით მდინარე მტკვარზე ბევრი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა მოსახლეობას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყველგან ცურვის საშუალება არ ჰქონდეს. მათი თქმით, უნდა შემოიღობოს პრობლემური ადგილები, დამონტაჟდეს სათვალთვალო კამერები და შეიქმნას სპეციალური რეკრეაციული ზონები. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

დატოვე კომენტარი