კამერუნის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლ ბიას გამარჯვებულად გამოცხადებას არეულობა მოჰყვა
კამერუნის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლ ბიას გამარჯვებულად გამოცხადებას არეულობა მოჰყვა. „ბიბისი“ ქვეყნის საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ 92 წლის პოლ ბიამ ხმების 53.7% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ისა ჩირომა ბაკარიმ კი – 35.2%.
ბაკარი აცხადებს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნები გააყალბა. მან თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩირომა ბაკარის საცხოვრებელ სახლთან ახლოს რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს.
დაახლოებით იმავე დროს ჩირომა ბაკარიმ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სროლა მიმდინარეობდა.
ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე დედაქალაქში სკოლები და მაღაზიები დაიხურა.
ამასთან, სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი.
ცნობისთვის, პოლ ბია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. ის პირველად ხელისუფლებაში 1982 წელს მოვიდა. ბია კამერუნის პრეზიდენტი უკვე შვიდჯერ იყო.