კამერუნის ფედერაციამ ონანას დასჯა გაამართლა და მწვრთნელის მხარე დაიჭირა #1TVSPORT
კამერუნის ფედერაციამ ონანას დასჯა გაამართლა და მწვრთნელის მხარე დაიჭირა #1TVSPORT

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც მხარი დაუჭირა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიგობერტ სონგის გადაწყვეტილებას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს „ინტერის“ მეკარის, ანდრე ონანას დასჯის თაობაზე.

სერბეთთან მატჩის წინ (3:3) მოულოდნელად გაირკვა, რომ კამერუნის ნაკრების განაცხადში 26 წლის მეკარე არ იყო. ონანას უთანხმოება ჰქონდა სონგთან, რომელმაც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეკარემ საერთო გუნდურ წესებს პატივი უნდა სცეს.

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ონანა დისციპლინური მიზეზების გამო დროებით დასჯილია. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, ითამაშებს თუ არა ის კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში.