კამერუნის ერთ-ერთი ციხიდან 163 პატიმარი გაიქცა

11:39, 30.07.2018

კამერუნის ერთ-ერთი ციხიდან 163 პატიმარი გაიქცა.

პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად შეძლეს.

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ნდოპის რეგიონში მოხდა.

პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, თავდამსხმელებმა შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ხელისუფლება გაქცეულ პატიმრებს ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში ჰპირდება, რომ სასჯელს არ დაუმძიმებს.

მსგავსი