კამბოჯაში, სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად 20 ჯარისკაცი დაიღუპა
კამბოჯაში, სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად 20 ჯარისკაცი დაიღუპა

კამბოჯაში, სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად 20 ჯარისკაცი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე პროვინციაში მოხდა. უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო შოკირებულია და მთავრობას დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის, ასევე დაშავებული ჯარისკაცებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში მრავალი აფეთქების ხმა ისმის. ასევე, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს დაზიანებული სატვირთო მანქანა და დაშავებული ბავშვი, რომელსაც მედიკოსები დახმარებას უწევენ.

კამბოჯის არმიის განცხადებით, აფეთქების შედეგად განადგურდა იარაღით დატვირთული სატვირთო მანქანა, ასევე ბაზის ოფისის შენობა და ბარაკები. დაზიანდა ახლომდებარე 25-მდე სახლი.