კამბოჯაში კორონავირუსით ოთხი თვის ბავშვი დაინფიცირდა

08:51, 16.03.2020

კამბოჯაში კოვიდ 19-ით ოთხი თვის ახალშობილი დაინფიცირდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ბავშვი საფრანგეთის მოქალაქეა. მისი მშობლები მალაიზიაში რელიგიურ ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ბავშვის მამაც კორონავირუსითაა დაინფიცირებული.

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ევროპაში მოგზაურობისგან.

ევროპიდან და აშშ-დან კამბოჯა ჩასული მოქალაქეები კი კარანტინში უნდა მოექცნენ.

მსგავსი