ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონი ტაირონ ვუდლი (19-4-1) წარმოშობით ნიგერიელ ამერიკელთან – კამარუ უსმანთან (15-1) დამარცხდა.
ვუდლი ტიტულს 2016 წლიდან, რობი ლოულერთან გამარჯვების შემდეგ ფლობდა, თუმცა მისი 3-წლიანი პირველობა ნიგერიელმა ღამის კოშმარმა დაასრულა. ბრძოლა ბევრისთვის მოულოდნელად მთლიანად უსმანის უპირატესობით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ვუდლის გამარჯვების მცირედი შანსიც კი არ ჰქონდა.
ვარაუდობენ, რომ პირველი, ვისთანაც ნიგერიელს ტიტულის დაცვა მოუწევს, ეს კოლბი კოვინგტონია.