კამალა ჰარისმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

11:08, 24.03.2024

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„რაც მოხდა ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ეს აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუხატოთ სამძიმარი მათ ოჯახებს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კამალა ჰარისმა გაიმეორა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ვაშინგტონს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულა თავდასხმაში უკრაინის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვიცით, რომ რეალურად ისლამური ჯგუფი არის პასუხისმგებელი მომხდარზე“, – აღნიშნა ჰარისმა.

მსგავსი