კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა
კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. კამალა ჰარისის თქმით, გავრცელებული ჩანაწერი მოწმობს, რომ ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივან, ბრედ რაფენსპერგერზე ზემოქმედებას ახდენს, რომლის მიზანი აღნიშნულ შტატში არჩევნების შედეგების შეცვლაა.

„ყველამ მოუსმინეთ ამ ჩაწერილ საუბარს? ეს ნამდვილად იყო სასოწარკვეთის ძახილი. უპირველესად, ეს იყო. ეს ასევე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების აშკარად ბოროტად გამოყენება“, – განაცხადა კამალა ჰარისმა ჯორჯიის შტატში გამართულ შეხვედრაზე.

„ვაშინგტონ პოსტმა“ 3 იანვარს გაავრცელა ამერიკის ლიდერის საუბრის აუდიოჩანაწერი ჯორჯიის შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფოს მეთაურმა მოითხოვა, რომ ჯორჯიის შტატის მდივანმა არჩევნებში მის სასარგებლოდ მიცემულ ხმათა საკმარის რაოდენობას „მიაგნოს“, რაც დაამტკიცებს, რომ ჯორჯიის შტატში არჩევნები სწორედ მან მოიგო და არა მისმა კონკურენტმა – ჯო ბაიდენმა.