კამალა ჰარისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა
კამალა ჰარისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი დღეს დემილიტარიზებულ ზონასაც ეწვევა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ყოფს.

როგორც „როიტერი“ წერს, კამალა ჰარისი დაგმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ რამდენიმე საათის წინ განხორციელებულ სარაკეტო გამოცდას.

გავრცელებული ცნობით, ოფიციალურ სეულთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე განიხილავს აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივ ურთიერთობასა და ჩინეთის ქმედებებს ტაივანის სრუტეში.

ამასთან, ხვალ იაპონიის ზღვაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.