კამალა ჰარისი კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს
კამალა ჰარისი კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

ამის შესახებ აღნიშნულია ჰარისის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰარისმა საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ბოლო რამდენიმე თვე სერიოზულად ფიქრობდა თავისი მშობლიური შტატის, კალიფორნიის გუბერნატორად კენჭის ყრას.

„მე მიყვარს ეს შტატი, მისი მცხოვრებლები და მისი ხედვები. ეს ჩემი სახლია, მაგრამ ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ არჩევნებზე გუბერნატორობის კანდიდატი არ ვიქნები“, – აღნიშნავს ჰარისი განცხადებაში.

ამასთან, როგორც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, უახლოეს მომავალში მისი კარიერა არ იქნება დაკავშირებული არჩევით თანამდებობასთან.