კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება
კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურეს, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნავენ „ეიბისიში“.
მანამდე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს: 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსზე“, 10 სექტემბერს „ენბისიზე“, ხოლო 25 სექტემბერს „ეიბისიზე“.
ცნობისთვის, იქამდე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჰარისმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მანამდე დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა აღნიშნული დებატების ჩატარების საკითხი. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის თანახმა იყო, დებატები კვლავ 10 სექტემბერს, „ეიბისის“ ეთერში შემდგარიყო.