კამალა ჰარისი - ჩვენი კამპანიის პირველი სრული დღეა, ერთი დღე უკან, 105 წინ, ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ
კამალა ჰარისი - ჩვენი კამპანიის პირველი სრული დღეა, ერთი დღე უკან, 105 წინ, ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ჰარისი წერს, დღეს ვილმინგტონში მიემართება.

„ჩვენი კამპანიის პირველი სრული დღეა. ასე რომ, დღეს ვილმინგტონისკენ მივემართები. ერთი დღე უკან, 105 წინ! ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს კამალა ჰარისი სოციალურ ქსელში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.