კამალა ჰარისი - ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს თავის დასაცავად ვუწევთ
კამალა ჰარისი - ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს თავის დასაცავად ვუწევთ

ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ ისრაელის უფლების მხარდაჭერა, დაიცვას საკუთარი თავი. მოდი, ვიყოთ მკაფიო და არ დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ათასზე მეტი, 1 400 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, დახოცეს. ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ ესწრებოდნენ მუსიკალურ ფესტივალს. ასე რომ, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების წამოყენებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად“, – განაცხადა ჰარისმა.

როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ტრაგიკულია, როდესაც საქმე უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების დანაკარგს ეხება.