კამალა ჰარისი - არ დავუჯერებდი დონალდ ტრამპს, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ უნდა გაავრცელოს
კამალა ჰარისი - არ დავუჯერებდი დონალდ ტრამპს, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ უნდა გაავრცელოს

დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისის თქმით, არ დაუჯერებს ტრამპს, თუ ის არჩევნებამდე განაცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია.

ჰარისი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური მოტივით იხელმძღვანელებს.

„ტრამპი ელოდება არჩევნებს. არჩევნებამდე 60 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. ის ცდილობს, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს ამომრჩეველზე და დაუმტკიცოს მათ, რომ ამ საქმეში წამყვან როლს თამაშობს, არადა ეს ასე არაა. მე არ დავუჯერებდი ტრამპს. ვაქცინის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ უნდა გაავრცელოს“, – განაცხადა ჰარისმა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, ოქტომბერში იყოს მზად. აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის თქმით, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ნაკლებ სავარაუდოა.